სპეციალურად შექმნილი კომისია არჩეულ ფილმს 12 სექტემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ 16 საათზე დაასახელებს.
რამდენიმე კვირის წინ ეროვნულმა კინოცენტრმა დაიწყო განაცხადების მიღება კვალიფიციური ფილმების შესარჩევად. დადგენილი პირობების მიხედვით, შესარჩევ პროცესში მონაწილეობა მიიღო ორმა ფილმმა.
მოჰსენ მახმალბაფის „პრეზიდენტი“ არის დიქტატორის შესახებ, რომელიც კარგავს ძალაუფლებას, ხოლო მისი ქვეყანა რევოლუციონერების ხელში აღმოჩნდება.
ლევან თუთბერიძის „მოირა“ არის ძმების შესახებ, რომელთაც პატარა თევზსაჭერი გემი ჰყავთ და ბედისწერის ქალღმერთის, მოირას სახელი ჰქვია. მეთევზე ძმები საარსებო ფულის შოვნას აპირებენ, მაგრამ ბედისწერა მოულოდნელი და დაუნდობელია.
ფილმების ჩვენებები შედგება 12:00 და 14: 00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“. შედეგების შეჯამების შემდეგ კი კომისია საქართველოდან ოსკარზე წარსადგენ კანდიდატ ფილმს გამოავლენს.
კომისიის წევრები არიან: