ილია მეორემ პაატა ბურჭულაძე და მისი მეგორები საპატრიარქოში მიიღო [ვიდეო]

საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესიის პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე პაატა ბურჭულაძის მოღვაწეობის მწვერვალია. მისი თქმით, ბურჭულაძის დაბადების დღე ღირსშესანიშნავია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ცნობილი საოპერო მომღერალია, არამედ იმიტომაც, რომ ის “დიდი საზოგადო მოღვაწე და ერის საამაყო შვილია”.

 

ილია მეორემ პაატა ბურჭულაძეს მადლობა გადაუხადა მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელობის გამო.

 

“მალე დადგება ის ბედნიერი დღე, როდესაც ჩვენ ვაკურთხებთ ამ ტაძარს და ის ამოქმედდება. მე მადლობა მინდა მოგახსენოთ იმ უბინაო ადამიანების გამო, რომლებსაც თქვენ სახლები აჩუქეთ. ასეთი ბევრი ოჯახია. ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის მფარველი”, – მიმართა ილია მეორემ პაატა ბურჭულაძეს.

 

პაატა ბურჭულაძემ მადლობა გადაუხადა საჩუქრებისთვის და აღნიშნა, რომ მიუსაფართათვის ბინების დარიგება და ტაძრის მშენებლობა არა მისი, არამედ მთელი საქართველოს დამსახურებაა, რადგან ამ საქმისთვის მთელი საქართველო გაერთიანდა.

 

პაატა ბურჭულაძემ დარბაზში შეკრებილ მის მეგობრებს რუსულად მიმართა. მან მადლობა გადაუხადა მის მეგობრებს

 

“უკაცრავად უწმინდესო, მაგრამ მე სახლებს არავის ვაძლევ, ეს მთელი საქართველო გაერთიანდა და ყველა ერთად ვეხმარებით ჩვენს ბავშვებს. აქ იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობენ”, – განაცხადა პაატა ბურჭულაზემ.

 

დღეს, 12 თებერვალს პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილე აღინიშნება. იუბილის აღსანიშნავად დღეს სპორტის სასახლეში კონცერტი გაიმართება.

ილია მეორემ პაატა ბურჭულაძეს ხატი გადასცა 60 წლის იუბილეს აღსანიშანავად. 12.02.2015
ილია მეორემ პაატა ბურჭულაძეს ხატი გადასცა 60 წლის იუბილეს აღსანიშანავად. 12.02.2015