თუკი სპეციალისტების ვარაუდი გამართლდება, მაშინ ქანდაკებები მიქელანჯელოს ერთადერთი გადარჩენილი ბრინჯაოს ნაკეთობები იქნება, წერს BBC.
ვარაუდი, რომ ქანდაკებები მიქელანჯელოს ეკუთვნოდა, მე-19 საუკუნეშიც გამოთქვეს, თუმცა შემდეგ უარყვეს და ლომებზე ამხედრებული 2 შიშველი ჭაბუკის ავტორად ნიდერლანდელი სკულპტორი ვილემ დანიელს ვან ტეტროდე მიიჩნიეს.
გასული წლის შემოდგომაზე ხელოვნების ისტორკოსმა პოლ იოანიდესმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის ემერიტუსმა პროფესორმა, ქანდაკება მიქელანჯელოს ერთ-ერთი შეგირდის ნახატის დეტალს დაუკავშირა. მიქელანჯელოს ერთ-ერთმა შეგირდმა გადმოიღო მისი ოსტატის მიერ შესრულებული და დაკარგული მონახაზები. შეგირდის მიერ შესრულებული ნახატის კუთხეში გამოსახულია ავაზაზე ამხედრებული ჭაბუკი.
ნახატზე გამოსახული მხედრის პოზა ემთხვევა სკულპტურების პოზას და დახატულია იმავე მანერით, როგორიც დამახასიათებელი იყო მიქელანჯელოსთვის.
ახალაღმოჩენილი სკულპტურები შეადარეს მიქელანჯელოს ხვა ნაშრომებსაც. სკულპტურების სტილი და ფიზიოლოგიური მახასიათებლები ძალიან ჰგავს 1500-1510 წლებში შესრულებულ ნიმუშებს.
სკულპტურების კვლევა გაგრძელდება და ივლისის ბოლოს პასუხი მზად იქნება. ბრინჯაოს ქანდაკებები, რომლებიც ფიცუილიამის მუზეუმში 9 აგვისტომდე გამოიფინება, კერძო კოლექციონერის საკუთრებაა.
