თებერვალში თბილისში ალენ დელონი ჩამოვა

ამის შესახებ ინფორმაცია სახელოვნებო ინდუსტრია “არტპალასის” პრეზიდენტმა გია ანდღულაძემ გაავრცელა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. სწორედ “არტპალასის” მოწვევით ჩამოდის ალენ დელონი თბილისში.

 

“პირველად საქართველოში ნამდვილი ლეგენდა ფრანგული და მსოფლიო კინოსი, ალენ დელონი იქნება თბილისში”, – განაცხადა გია ანდღულაძემ.

 

ანდღულაძის თქმით, ალენ დელონი, სავარაუდოდ, 11 თებერვალს, 15 საათზე ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. “არტპალასის” განმარტებით, დელონის ვიზიტის შესახებ დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება.

ალენ დელონი
ალენ დელონი