ხელოვნება

ზეზვა და მზია ისრაელის ზემო გალილეის პრეისტორიულ მუზეუმში გამოიფინება

21 იანვარი, 2015 •
ზეზვა და მზია ისრაელის ზემო გალილეის პრეისტორიულ მუზეუმში გამოიფინება

დაახლოებით 1,8 მილიონი წლით დათარიღებული ქალისა და მამაკაცის – ზეზვასა და მზიას თავის ქალების ასლების გამოფენა გალილეის მუზეუმში საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის, ისრაელის სახლისა (თბილისი) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი ინიციატივაა.

 

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს  თქმით, ზემო გალილეის მუზეუმში დმანისელი ადამიანის – უძველესი ჰომინიდების თავის ქალების გამოფენის გახსნას ისრაელის ხელისუფლების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

ზეზვა და მზია
ზეზვა და მზია

„ზემო გალილეის პრეისტორიულ მუზეუმში დაცულია უძველესი არქეოლოგიური საგანძური, რომელიც მოიცავს ისრაელში აღმოჩენილ 40.000 ერთეულ პრეისტორიულ ნივთს – ჩონჩხებს, თავის ქალებს, ქვის იარაღებს. ეს ექსპონატები, მეცნიერთა მტკიცებით, ამ ტერიტორიაზე უძველესი ადამიანის საცხოვრისის არსებობას ადასტურებს. გალილეის მუზეუმს ყოველდღიურად უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. მათ შორის არიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები. საქართველოდან უძველესი ადამიანის თავის ქალების გამოფენა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის პოპულარიზაციის საქმეში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ტურისტული ნაკადის მოზიდვას“ – აცხადებს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი.

იციკ მოშეს თქმით, Homo Georgicus-ის გამოფენა ისრაელში ემსახურება საქართველოსა და ისრაელს შორის სახელმწიფოებრივი კავშირების გაღრმავებას.

ზეზვა და მზია
ზეზვა და მზია

მასალების გადაბეჭდვის წესი