გალერეა “ჟირაფი” ელენე ახვლედიანის გამოფენას მასპინძლობს

გალერეა “ჟირაფის” პირველი სართულის სივრცე ეთმობა თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენას და ქართულ სუვენირს. ექსპოზიცია მუდმივმოქმედია. გალერეის მესამე სართულზე კი გამოფენილი იქნება ქართული მხატვრობა 70-იან წლებამდე. 

გალერეა მუშაობს ყოველდღე, 11:00 -დან  18:30-მდე ორშაბათის და ოფიციალური უქმე დღეების გარდა.

გალერეა ჟირაფის მისამართია ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზის შენობა- ლადო გუდიაშვილის ქუჩა # 11.

ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში, რომელიც ამავე მისამართზე მდებარეობს, წარმოდგენილია  თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის, მხატვარ ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები.

საგამოფენო დარბაზი მუშაობს ყოველდღე, 11:00 –დან 18:30-მდე ორშაბათის და ოფიციალური უქმე დღეების გარდა.

ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი
ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი