‘სანის’ მფლობელს, ბიზნესმენ სერიოჟა გვარამიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

“აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება. საქმე ეხება შ.პ.ს “სანი“-ს ხელმძღვანელი პირების მხრიდან ყალბი საბუღალტრო დოკუმენტების გამოყენებით ფულადი თანხების მითვისების ფაქტს.  გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ,,სანი“-ს დირექტორმა სერიოჟა გვარამიამ, საზოგადოების მთავარ ბუღალტერ ეკა ჯაბუასთან და მოლარე-ბუღალტერ ეკატერინა გოგოხიასთან ერთად, ყალბი საბუღალტრო დოკუმენტების გამოყენებით მოახდინა საზოგადოების სალაროდან 3 618 339 ლარის გატანა. რის შემდეგაც ასევე ყალბი დოკუმენტებით აღნიშნული თანხა გაიწერა შპს ,,სანი“-ს  მომარაგებლებზე მაშინ, როდესაც   აღნიშნული თანხა რეალურად მიიღო სერიოჟა გვარამიამ და არამიზნობრივად გახარჯა”. –აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 

 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შპს ,,სანი“ ძირითადად დაკავებულია საამშენებლო საქმიანობით. მას  2010-2012 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 52 მილიონი ლარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა საამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად. კერძოდ: ჩხოროწყუ-ტალერის გზის მონაკვეთის მშენებლობა, ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს გზის მონაკვეთის მშენებლობა,  ქ. ზუგდიდის შიდა ქუჩების მშენებლობა, ქ. ფოთში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებისთვის თვრამეტი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, ანაკლიისა და განმუხურის ბულვარების მშენებლობა, ანაკლიაში სასტუმრო ,,ოქროს საწმისი“-ს და იახტკლუბის მშენებლობა და სხვა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Exit mobile version