“სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის პოლონეთიდან ჩამოვა დიდი ზომის გასაბერი ეკრანი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს. ჩვენებების ადგილზე მაყურებელს დახვდება კომფორტული სავარძლები. ფილმები წარმოდგენილი იქნება ქართული და ინგლისური სუბტიტრებით. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა,”- ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.

 

“ეს არის უახლოესი ფილმები, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე წარმატებული და აღიარებული მნიშვნელოვანი კინოები”- განაცხადა მაგდა ნოვაკოვსკამ, პოლონეთის საელჩოს მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტმა. 

 

მისი თქმით, ღია ცის ქვეშ მოწყობილი კინოდარბაზი მინიმუმ სამასი ადამიანისთვის იქნება გათვლილი. 

  

პოლონური ფილმებს პირველად ქუთაისში, 12 – 13 სექტემბერს “100 საფეხურთან” აჩვენებენ, შემდეგ “ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალს” 15-დან  21 სექტემბრამდე ესტუმრება და ბოლოს, თბილისში ღონისძიებას 24-დან 29 სექტემბრამდე “რიყის პარკი” უმასპინძლებს

 

პარტნიორები: პოლონეთის საელჩო საქართველოში, პოლონეთის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის, კუთაისის და ბათუმის მერია, ადამ მიცკიევიჩის ინსტიტუტი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, პოლონეთის ეროვნული ფილმოთეკა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *