ბერა 14 სექტემბერს საკონცერტო ტურნეს იწყებს

ტურნე სახელწოდებით “ჩვენ ვართ საქართველო” 14 სექტემბერს დაიწყება და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კონცერტები ქალაქებში- ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისში, საჩხერეში, ახალციხეში, გორში, თელავში, რუსთავსა და თბილისი ჩატარდება. 

 

ბერა ივანიშვილი
ბერა ივანიშვილი

“კონცერტზე მისული სტუმრები მოისმენენ უკვე ცნობილ და ყველასათვის საყვარელ ჰიტებს ალბომიდან “გპირდები,”- აცხადებს “Georgian Dream Studio.” სტუდიის თქმით, ბერა Lil PLayy-სთან ერთად ჩაწერილ სინგლს “Summertime” შეასრულებს. 

 

“Georgian Dream Studio”-ს განცხადებით, ფრანგი ქორეოგრაფი Zack Reece მოიწვიეს, რომელმაც ქართველ და უცხოელ მოცეკვავეებთან ერთად იმუშავა. მათი თქმით, ბერა ივანიშვილმა პირველი ტურნე სახელწოდებით “გპირდები” 2012 წელს ჩაატარა, რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.