კონცერტზე ვერდის ოპერიდან “აიდა” ორი მოქმედება შესრულდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ანიტა რაჭველიშვილი, რიკარდო მასსი, მაყვალა აპანიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, გოჩა დათუსანი, ლევან მაკარიძე, სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, საგუნდო კაპელა, მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორი – ნიკოლოზ რაჭველი.
დღევანდელი კონცერტით, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი სეზონს სადღესასწაულოდ დახურავს, ხოლო შემოსული თანხა წეროვანის დასახლებაში მცხოვრები ბავშვებისთვის გადაირიცხება.
საღამოს მეორე ნაწილში ღონისძიების პარტნიორი რესტორანი “გრილი პლეხანოვზე” გეპატიჟებით ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღის წინ, სადაც სასულე ორკესტრი “Georgian Brass”-ი გამართავს კონცერტს, რის შემდეგაც საღამოს გააგრძელებს “ბრავო ბენდი”.
