28 მაისს, აბანოთუბანში, ლეღვთახევის ტერიტორიაზე, თბილისის ფოტოფესტივალის პირველი გამოფენა გაიხსნა. ფოტოფესტივალზე, რომლის ფოკუსშიც წელს ადამიანის უფლებებია, ქალების უფლებრივი მდგომარეობით დაინტერერსებული ფოტოგრაფების ფოტოები გამოფინეს.
იუსტინა მალნილევიჩის, პოლონელი ფოტოგრაფის, ობიექტივში უკრაინული ფემინისტური ჯგუფის “FEMEN” აქტივისტებია აღბეჭდილი.
ნევშა თავაქალიანი, ირანელი ფოტოგრაფი, რომელმაც თავადაც გამოსცადა ირანული ცენზურის ძალა, იმ ქალებს მიუძღვნა ფოტოგამოფენა “უსმინე”, ვისაც ირანის 1979 წლის რევოლუციის მემდეგ საჯაროდ მღერა აეკრალათ და ვერც თავიანთ CD-ის ჩაწერას შეძლებენ ჯერჯერობით.
გამოფენა ღია ცის ქვეშ მოეწყო. ფოტოები ხევის ტერასებზე სამ სექციად, სამი ავტორი ნამუშევრების მიხედვით, იყო დაყოფილი.
