როჯერ ებერტი გარდაიცვალა

როჯერ ებერტი

როჯერ ებერტმა ღია წერილი “A Leave of Presence” “Chicago Sun-Time”-იდან წასვლის შესახებ საკუთარ ბლოგზე სულ რაღაც ორი დღის წინ, 2 აპრილს გამოაქვეყნა.

 

 

სამსახურის დატოვების მიზეზად ებერტი, რომელიც ამ გამოცემისთვის 47 წელი წერდა, დაავადების გამძაფრებას ასახელებდა. თუმცა კრიტიკოსი, რომელსაც ქვედა ყბის დასახიჩრებისა და საუბრის უნარის შეზღუდვის მიუხედავად, წერა არ შეუწყვეტია, საკუთარი ვებ–გვერდისა და ახალი პროექტის www.ebertdigital.com ამუშავებას მომავალ კვირაში გეგმავდა.