ვინი ჯონსი თბილისშია

ვინი ჯონსი
ვინი ჯონსი

ვინი ჯონსი, რომელსაც ქართველი მაყურებელი პირველ რიგში, გაი რიჩის საკულტო ფილმიდან “კარტი, ფული და ორი ლულა” იცნობს, კომპანია “ინბოქსის” მიერ სარეკლამო რგოლში გადასაღებად არის მოწვეული.

“ინბოქსი” “ბანკ კონსტანტას” დაგროვებითი პროდუქტია, რომლის სარეკლამო სახედაც ბრიტანელი მსახიობი მოგვევლინება.

ვინი ჯონსი კინოში მოხვედრამდე უელსის ნაციონალური საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი იყო. კინოში ის აგრესიული სამსახიობო სტილითა და მწვრთნელების, ფეხბურთის გულშემატკივრების, ჰულიგანებისა და მოძალადე კრიმინალების როლებით არის ცნობილი.

 

ვინი ჯონსი
ვინი ჯონსი

ვინი ჯონსის კინო დებიუტი გაი რიჩის ფილმში “კარტი, ფული და ორი ლულა” შედგა, შემდეგ კი ითამაშა ამავე რეჟისორის სურათში “დიდი კუში”. მისი ერთ–ერთი უკანასკნელი სამსახიობო ნამუშევარი კი ძაღლი ფრედის გმირის გახმოვანება იყო ანიმაციურ ფილმში “მადაგასკარი 3”.