ქუჩებში მოძრავი მანქანების კოლონა ბერას კონცერტს აანონსებს

ბერა ივანიშვილის კონცერტი 20 ოქტომბერს ეროვნულ სტადიონზეა დაგეგმილი, კონცერტი სხვადასხვა მიზეზების გამო რამდენჯერმე გადაიდო:

 

“შაბათს ყველას გელოდებით!!! ამჯერად აღარ გადაიდება “გპირდები”, – ეს ტექსტი ბერას ოფიციალურ Facebook გვერდზე დევს. კონცერტზე დასწრება უფასოა. როგორც ცნობილია, ბერა გულშემატკივრებს როგორც ძველ, ასევე ახალ სიმღერებს შესთავაზებს. ეს ბერა ივანიშვილის პირველი სოლო კონცერტი იქნება.