კინოხელოვნება

თბილისის მე–12 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა

6 დეკემბერი, 2011 • 1443
თბილისის მე–12 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა

6 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისის მე-12 საერთაშორისო ფესტივალი ალექსანდრ სოკუროვის  ფილმით “ფაუსტი” გაიხსნა.

“ფაუსტი”

რუსეთი, 2011

რეჟისორი: ალექსანდრ სოკუროვი

სოკუროვის „ფაუსტი“ არ არის გოეთეს ტრაგედიის ეკრანიზაცია. ეს უფრო იმის წაკითხვაა, რაც სტრიქონებს შორის დარჩა. რა ფერისაა სამყარო, რომელშიც მასშტაბური იდეები ჩნდება? როგორი სუნი აქვს მას? ფაუსტის სამყარო დახუთულია: გრანდიოზული გეგმები ვიწრო სივრცეში იბადება. სოკუროვის ფაუსტი მოაზროვნეა, იდეების რუპორი, სიტყვების გადამცემი, იდეალისტი, მეოცნებე. ანონიმი, რომელსაც მარტივი ინსტინქტები ამოძრავებს: შიმშილი, სიხარბე, ავხორცობა. უბედური, ხაფანგში მომწყვდეული არსება, რომელიც გოეთეს ფაუსტს ეჯიბრება.

ალექსანდრ სოკუროვი 1951 წელს დაიბადა პოდორვიხაში, რუსეთში. ისტორიას სწავლობდა ნიჟნი ნოვგოროდის უნივერსიტეტში, პარალელურად მუშაობდა ტელევიზიაში. 1979 წელს დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი (ვგიკი). მისი ფილმები უმეტესწილად მიუღებელი იყო საბჭოთა ნომენტკლატურისთვის. საბჭოთა რეჟიმის დაცემის შემდეგ სოკუროვის ფილმებს გზა გაეხსნა საერთაშორისო კინოფესტივალებისკენ და არაერთი პრიზითაც აღინიშნა. სოკუროვს მსოფლიო უმეტესად მისი მხატვრული ფილმებით იცნობს, თუმცა 20-ზე მეტი ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმის ავტორიც არის. სოკუროვის ფილმებს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული ბერლინში, კანში, მოსკოვში, ტორონტოში, ლოკარნოში, აღნიშნულია ევროპის კინოაკადემიის პრიზებით. წელს მისი „ფაუსტი“ ვენეციის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზის, „ოქროს ლომის“ მფლობელი გახდა.

ფილმოგრაფია (Feature films):

2011 Faust /Faust/Фауст

2007 Alexandra /Aleksandra/Александра
2004 The Sun /Solntse/Солнце
2003 Father and Son /Otec i syn/Отец и сын
2002 Russian Ark /Russkiy kovcheg/Русский ковчег
2000 Taurus /Telets/Телец
1999 Moloch /Molokh/Молох
1996 Mother and Son /Mat` i syn/Мать и сын
1993 Whispering Pages /Tikhie stranitsy/Тихие страницы
1992 Stone /Kamen`/Камень
1990 The Second Circle /Krug vtoroy/Круг второй
1989 Save and Protect /Spasi i sokhrani/Спаси и сохрани
1988 Days of Eclipse /Dni zatmeniya/Дни затмения
1986 Empire /Ampir/Ампир
1983-1987 Painful Indifference /Skorbnoe beschuvstvie/Скорбное бесчувствие

1980 The Degraded  /Razzhalovanniy/Разжалованный

1978-1987 The Lonely Voice of Man /Odinokiy golos cheloveka/Одинокий голос человека

მასალების გადაბეჭდვის წესი