“მე თვითონაც ბევრი ადამიანის ფანი ვარ, მათ შორის არიან მუსიკოსები და ლიტერატორები” – განაცხადა კოლინ ფერტმა – “თუმცა მე მირჩევნია, მათ პირისპირ არასოდეს შევხვდე, რადგან არ ვიცი, ამ დროს რას მოვიმოქმედებ”.
მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ კოლინ ფერტთან პაემანი ონლაინ რეჟიმში შეიძინონ . ამ დროისთვის ფსონი 2,425.00 ამერიკული დოლარია, აუქციონის დასრულებამდე რამდენიმე საათიღა რჩება.
ბრიტანელ მსახიობს საზოგადოება ჯეინ ოსტინის ნაწარმოების “სიამაყე და ცრურწმენა” 1990-იანი წლების ეკრანიზაციიდან იცნობს. თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა მას ფილმმა “მეფის სიტყვა” მოუტანა, რომლისთვისაც 2011 წლის ოსკარების ცერემონიალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო მიიღო.
ოსკარზე მსახიობი 2010 წელსაც იყო ნომინირებული მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში “მარტოხელა მამაკაცი”. თუმცა მაშინ ჯილდო ჯეფ ბრიჯესს ერგო ფილმისთვის “შეშლილი გული”.
