დღეს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა თემაზე – “ვიზუალური კულტურა და რელიგიური იმპულსები”.
გამოფენის ფარგლებში სულ 35 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. სამხატვრო აკადემიაში წელიწადზე მეტია, რაც პროექტი “რელიგია, ვიზუალური კულტურა და საზოგადოება” მიმდინარეობს, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებთან და კონფერენციების ციკლთან ერთად თანმხლებ გამოფენებსაც გულისხმობს.
გამოფენა 15:00სთ–ზე გაიხსნება და გამოხატავს რელიგიური გამოცდილებისა და ვიზუალური კულტურის გადაკვეთას სხვადასხვა ასპექტით.
ექსპოზიციაზე შემდეგი ავტორები იქნებიან წარმოდგენილნი: გია ბუღაძე, ოლეგ ტიმჩენკო, მერაბ აბრამიშვილი, დავით ალექსიძე, გოგა მაღლაკელიძე, ირაკლი ფარჯიანი, ესმა ონიანი, კოკი მახარაძე, ჟანრი მეძმარიაშვილი, ლევან მარგიანი, დათო გაგოშიძე.
“ვიზუალური კულტურა და რელიგიური იმპულსები”
-
20.11.2026 კაია კალასის განცხადება ცხინვალის შემდეგ სოხუმშიც დაგმეს -
20.11.2026 ცხოველთა დამცველი ტასო ლოსაბერიძე 2000 ლარით დააჯარიმეს -
20.11.2026 აუცილებელი იქნება კორპუსის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი – კალაძე ფონიჭალაში მომხდარზე -
20.11.2026 PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია -
20.11.2026 ფაშინიანი: სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ პრემიერობას აღარ ვაპირებ -
20.11.2026 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
