კონსერვატორიის ახალ რექტორად რევაზ კიკნაძე აირჩიეს. აკადემიურმა საბჭომ, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება, კონსერვატორიის რექტორად რევაზ კიკნაძის არჩევას ერთხმად დაუჭირა მხარი. ამის შესახებ საბჭოს ერთ–ერთი წევრი, პროფესორი ბეჟან ნამგალაძე აცხადებს. საბჭოს წევრები იმედს ამყარებენ, რომ რევაზ კიკნაძის დახმარებით კონსერვატორია კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს.
რევაზ კინაძე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს. კონსერვატორიის რექტორი მანამდე მანანა დოიჯაშვილი იყო.
რევაზ კინაძე კომპოზიტორი და საქსოფონისტია, ის 20 წლის განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა. იგი ასევე კითხულობს ლექციებს და ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის პროფესორია.
აკადემიური საბჭოს შემადგენლობა კი ასეთია: მანანა დოიჯაშვილი, შალვა მოსიძე, გივი მუნჯიშვილი, ლიდა გოგუა, მანანა ანდრიაძე, ნოდარ ანდღულაძე, და ზურაბ ნადარეიშვილი.
კონსერვატორიის ახალი რექტორი ერთხმად აირჩიეს

-
17.11.2026 რუსეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი 17-ვე ადამიანი ემსხვერპლა -
17.11.2026 ცხოველთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს -
17.11.2026 “ჩვენ ვართ სოციალ-დემოკრატები ქართულ ფერებში” – რა ხედვები აქვს ახალ პარტიას -
17.11.2026 პროკურატურამ ძმის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წაუყენა -
17.11.2026 ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს -
17.11.2026 ელისო კილაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოში