აღსანიშნავია, რომ მწერალი ბუკერის პრემიის შორთ–ლისტში სხვადასხვა წლებში სამჯერ მოხვდა, თუმცა ჯილდო წელს პირველად გადაეცა.
რომანი ერთ ჩვეულებრივ ადამიანზეა, რომელიც თავის წარსულ ცხოვრებას გადახედავს და აღმოაჩენს, რომ მოგონებები, რომლებიც მას გააჩნია არც ისე სრულყოფილია.
2011 წლის შორთ–ლისტი 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა და ბარნსი თავიდანვე ითვლებოდა ჟიურის ფავორიტად.
ჯულიან ბარნსს უკვე გადაეცა 50 000 ევროს ღირებულების ჩეკი რომანი კი უკვე მოექცა ბესტსელერების სიის სათავეში.
65 წლის მწერლის ნაწარმოებები დღეისთვის ოცდაათამდე ენაზეა ნათარგმნი.
“ბუკერის პრემია” ჯულიან ბარნსს გადაეცა
