პრინცი, იგივე პრინს როჯერს ნელსონი, ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მულტიინსტრუმენტალისტი და მსახიობი 57 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.
როგორც მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, პრინცი მინესოტაში, საკუთარ ხმის ჩამწერ სტუდიაში იპოვეს გარდაცვლილი. Indephendent-ის ცნობით, მომღერალს გრიპი ჰქონდა.
BBC-ის ინფორმაციით, უცნობია მომღერლის გარდაცვალების მიზეზი და მიმდინარეობს გამოძიება.
პრინცი 1980 წელს საერთაშორისო მასშტაბის ვარსკვლავი გახდა. თავისი კარიერის განმავლობაში მან 30-ზე მეტი ალბომი ჩაწერა და 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა.
1984 წელს პრინცმა აიღო ოსკარი, 2004 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ასევე აქვს მიღებული გრემის შვიდი ჯილდო და ოქროს გლობუსი.
პრინცის აფიშა და ფანები მის მოლოდინში. ფოტო:EPA
ფოტო გადაღებულია 2009 წელის ივლისში, შვეიცარიაში.