ბულგარეთში, თოჯინების მე-15-ე საერთაშორისო ფესტივალ “ოქროს დელფინზე”, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა გრანპრი მოიპოვა.
აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალზე ზურაბ ცინცაძის სპექტაკლი “არგონავტები” ორიგინალური მუსიკისთვის დააჯილდოვეს.
ამ ნომინაციისთვის მთავარი ჯილდო სპექტაკლს ერთხელ უკვე მიღებული აქვს 2009 წელს უკრაინაში, ქალაქ ვინიცაში, გამართულ თოჯინების მე–6 საერთაშორისო ფესტივალზე.
ფესტივალი “ოქროს დელფინი” კი 1972 წელს დაარსდა და სამ წელიწადში ერთხელ იმართება. საქართველო მაშინ პირველად მონაწილეობდა. ფესტივალი ორგანიზებულია ბულგარეთის კულტურის სამინისტროს, ქალაქ ვარნის მუნიციპალიტეტის და ვარნის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მიერ. წელს სულ 10 ქვეყნის 21 სპექტაკლი იყო წარმოდგენილი.
ქალაქ ვარნაში ქართული დასი 19– კაციანი შემადგენლობით იმყოფებოდა.
ბათუმის თოჯინების თეატრის სპექტაკლმა გრანპრი მიიღო
-
17.11.2026 ყოფილი ცოლის შეკვეთით მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულია არდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრი -
17.11.2026 მთის კურორტებზე წლიური აბონემენტის ფასი 650-დან 1000 ლარამდე გაიზარდა -
17.11.2026 „თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა – კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება -
17.11.2026 რუსულმა უნივერსიტეტმა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან თანამშრომლობს, თბილისში ტრენინგი გამართა -
17.11.2026 დვალიშვილზე თავდამსხმელი ნურმაგომედოვები და სხვები აბუ-დაბის ციხიდან გამოუშვეს -
17.11.2026 კიევმა კვლავ შეუტია ყირიმის ხიდს, ერთ-ერთი თაღი ჩამოინგრა
