სლოვენიური დასის სპექტაკლი თეატრალურ ფესტივალზე

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, დღეს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე სლოვენიური დასის Kolektiv Narobov–ის მიერ დადგმული სპექტაკლი გაიმართება.
სპექტაკლი, სახელწოდებით “Tok-tok” – თეატრალური წარმოდგენაა  კლოუნადის ელემენტებით. იგი სასიყვარულო ურთიერთობებსა და ადამიანების ერთმანეთზე დამოკიდებულებას ეხება. მსახიობები იმპროვიზაციის მეშვეობით ცდილობენ გადმოსცენ, თუ როგორია ადამიანი მაშინ, როდესაც მარტო არ არის.
სპექტაკლში ცოცხლად შესრულებული მუსიკა აჟღერდება.
სლოვენიური დასის სპექტაკლი თეატრალურ ფესტივალზე