ხელოვნება

ბათუმის კინოფესტივალზე გამარჯვებული ფილმები

24 სექტემბერი, 2011 • 1062
ბათუმის კინოფესტივალზე გამარჯვებული ფილმები

ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურიმ წელს ორ მხატვრულ ფილმს გადასცა გრანპრიირანელი რეჟისორის, ვადიჰ მუსაიანის ფილმს გოლჩერეჰი” და სლოვაკი რეჟისორის, მარტინ სულიკის ფილმს ბოშა”.

ჟიურიმ მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისათვის პრიზი რუს მსახიობს, ანტონ შაგრინს მიანიჭა, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ალექსანდრე მინდაძის ფილმში შაბათს”. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი– ბიენ დე მურს, ურსულა ანტონიაკის ფილმის ლურჯი კოდი” მთავარ გმირს.

საუკეთესო რეჟისურისათვის პრიზი ხორვატ რეჟისორს, ბირჯიტ სტარმოსს გადაეცა ფილმისათვის ოთახი 304”. მხატვრული ფილმების ჟიურის სპეციალური პრიზი კი პასკალ რაბატეს ფილმმა არდადეგები ზღვაზე” მიიღო.

ფესტივალზე ნაჩვენებ საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად ჟიურიმ პოლონელი ეჟისორის, მასიეჟ დრიგასის წერილები ცენზურის ქვეშდაასახელა. ჟიურის საგანგებო პრიზი გადაეცა ბენქსის ფილმს გასასვლელი საჩუქრების მაღაზიიდან.”

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის პრიზი გადაეცა სამუელ აბრაამსის ფილმს კავშირი.” ჟიურის სპეციალური პრიზიდავით კოპალეიშვილის ფილმს ნათურა”.

ჟიურიმ სპეციალური დიპლომით აღინიშნა შემდეგი ფილმები: ვაჰე გევორციანისდიდი ზეიმიდა მოჰამედ ფარდაზის მსუბუქ ჰაერში.”

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმების ჟიური ცალცალკე იყო წარმოდგენილი.

მხატვრულ ფილმების ჟიურის წევრები იყვნენ:დარიუშ მეჰრჯუი, (ირანი), გოგი გვახარია, (საქართველო), ოლენა ფეტისოვა (უკრაინა) და სერგეი სოლოვიოვი (რუსეთი) და გიორგი დულგეროვია (ბულგარეთი).

დოკუმენტური ფილმების ჟიური: პაველ პავლიკოვსკი (დიდი ბრიტანეთი), სალომე ჯაში (საქართველო), ნოსირ საიდოვი (ტაჯიკეთი), როსიტა ვალკანოვა (ბულგარეთი) და ირა კორმანჰაუსი (გერმანია).

მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმების ჟიური: კრისტინა ტრაპი (საფრანგეთი, EAVE- დირექტორი), მოჰამად ატებაი (ირანი), თამარ ტატიშვილი (საქართველო), რეზო ჩხიკვიშვილი (გერმანია) და ელჩინ მუსაღლუ (აზერბაიჯანი).

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმითგზა შინისაკენდასრულდა. კინოფესტივალმა ცნობილი რეჟისორი წელს ქართულ კინემატოგრაფიაში შეტანილი წვილისათვის დააჯილდოვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი