ახალი ამბები

გიგი წერეთელი: ჩვენ ვამკვიდრებთ ოპოზიციად ყოფნის ახალ სტანდარტს

27 ოქტომბერი, 2013 • • 1183
გიგი წერეთელი: ჩვენ ვამკვიდრებთ ოპოზიციად ყოფნის ახალ სტანდარტს

“მე მინდა, რომ საქართველოში იყოს საუკეთესო სტანდარტი ოპოზიციად ყოფნის, არა ისეთი, როგორიც იყო ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და, მე ვფიქრობ, ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ ჩვენი მხრიდან გამარჯვებულისთვის მილოცვა სწორედ ძალიან მაღალ სტანდარტს შეესაბამება”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოლოდინი მეორე ტურის დანიშვნა იყო, თუმცა ისინი აღიარებენ არსებულ შედეგს:

 

“ჩვენი მოლოდინი, რა თქმა უნდა, იყო მეორე ტური, მაგრამ ის შედეგი, რაც მივიღეთ, არ ვთვლი, რომ ცუდია. თქვენ გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ ჩვენი რეიტინგი იყო 10%, რაც გაზრდილია და, რაც მთავარია, ეს არის მხოლოდ ეგზიტპოლის შედეგები, მე ვფიქრობ, რეალური შედეგების დროს კიდევ უფრო მაღალი პროცენტი დაფიქსირდება. ეგზიტპოლების დროს ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა დამალა საკუთარი არჩევანი და მე არ მგონია, რომ ეს ნაწილი “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ყოფილიყო. ის, რომ ადამიანები მალავენ საკუთარ არჩევანს, ნათლად აჩვენებს იმას, თუ რა პირობებში უწევდა არსებობა ნაციონალურ მოძრაობას” , – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ახლა უკვე მზადებას დაიწყებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის:

 

“თქვენ ნახეთ, რომ ჩვენი რეიტინგი იზრდება, მომავალ წელს თვითმმართველობის არჩევნებია და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან კარგი შედეგი გვექნება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი