სიდნეის ზოოპარკის მტკიცებით კოალამ ეს სელფი თვითონ გადაიღო იმ სენსორის დახმარებით, რომელიც ციფრულ კამერას ააქტიურებს, მიმდინარე წლის 03 აპრილს – EPA

აშშ-ს ექსპრეზიდენტი ბილ კლინტონი და ნასას ასტრონავტი ქენდი კოლემანი იღებენ სელფის, რათა ფოტო მეორე ასტრონავტ რიდ უაისმენს გაუგზავნონ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე, რომელსაც მანამდე ვიდეოკონფერენციით ესაუბრნენ – EPA/RAY STUBBLEBINE

ჩოგბურთში სანაკრებო დონეზე ყველაზე პოპულარული დევისის თასის გამარჯვებული გუნდი შვეიცარიიდან, მათ შორის არიან როჯერ ფედერერი და სტანისლავ ვავრინკა. ისინი სწორედ მოგებული თასის წინ იღებენ სელფის – EPA/LAURENT GILLIERON

ბულგარეთის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი სოლომონ პასი, ბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი და ნატოს ყოფიი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი იღებენ სელფის (C) EPA/VASSIL DONEV

ბრიუს უილსის და მისი ცოლის ემა ჰემინგის სელფი ნიშიკორისა და მარიან ჩილიჩის საჩოგბურთო მატჩზე – EPA/JUSTIN LANE

ფილიპინების ქალაქ მანილაში საშინელი ტაიფუნი და უამინდობაა, თუმცა ამ ადამიანებმა სელფისთვის დრო მაინც გამონახეს – EPA/RITCHIE B. TONGO

ეს სელფი არ არის, თუმცა მცდელობაა პატარა ბენგალიური ვეფხვისაგან – EPA/FELIX KASTLE

სელფი მედვედევთნ – EPA/DMITRY ASTAKHOV/RIA NOVOSTI

ტოკიოში Maleficent-ის პრემიერაა. ანჯელინა ჯოლის სელფი ფანებთან ერთად – EPA/FRANCK ROBICHON

სელფი დალაი ლამასთან – EPA/BODO MARKS

ჩინელმა ქომაგმა ცნობილი იტალიელი ყოფილი ფეხბურთელი პაოლო მალდინი შანხაიში გამოიჭირა სელფისთვის. მალდინი შანხაიში ჩოგბურთის მატჩის საყრებლად ჩავიდა – EPA/DIEGO AZUBEL

ერთი შეხედვით ეს არის სელფი ცნობილ ამერიკელ მომღერალ ბიონსესთან, თუმცა ყველაფერი მთლად მასეც არაა, რადგან ეს ორი გოგო მადამ ტიუსოს მუზეუმის თანამშრომლები არიან – EPA/FACUNDO ARRIZABALAGA

სელფი პრეზიდენტ პოროშენკოსთან დონეცკში ამა წლის ოქტომბრის თვეში. მან დონეცკში უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციები დაათვალიერა – EPA/MIKHAIL PALINCHAK

ცნობილი ამერიკელი მსახიობი კარმენ ელექტრა და პარის ჰილტონი – EPA/JASON SZENES

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *