სამინისტროს ინფორმაციითვე, ხვალ სასწავლო პროცესი 6 საჯარო სკოლაში დაუსრულებელი სარემონტო სამუშაოების გამო ვერ დაიწყება, თუმცა განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სწავლა მაქსიმუმ ერთი კვირით გადაავადეს, დაკლებული დღეები კი პირველივე სემესტრში, შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.

 

ხვალ ასევე ორი ახალი სკოლა დაიწყებს ფუნქციონირებას, სოფელ მუხრანსა და სოფელ აბანოში. როგორც სამინისტროში  “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ახალ წლამდე ხუთი ახალი სკოლა დაიწყებს მუშაობას, ხოლო 2015 წელს ორი ახალი სკოლა ამოქმედდება. სამინისტროს ინფორმაციითვე, მიმდინარე სასწავლო წელს დაიწყება 8 ახალი სკოლის მშენებლობა.

 

სახელმძღვანელოები მოსწავლეებს უკვე გადაეცათ, სახელმწიფო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს საჯაროს სკოლის ყველა მოსწავლეს, ხოლო კერძოს სკოლების მოსწავლეების იმ ნაწილს, რომლებიც სოციალურად დაუცველი არიან, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ადამიანების შვილებს და იმ კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც ამ სკოლების პრივატიზებამდე სწავლობდნენ საჯარო სკოლაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *