ახალი ამბები

კულტურის სამინისტრო: ვარძიის კომპლექსის გადარჩენის 4-წლიანი პროექტი დაიწყო

5 სექტემბერი, 2014 • • 1025
კულტურის სამინისტრო: ვარძიის კომპლექსის გადარჩენის 4-წლიანი პროექტი დაიწყო

საინისტროს ინფორმაციითვე, უნიკალური კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის 4-წლიანი პროექტის ინიციატივა, რომლის I ეტაპზე დაგეგმილია მულტიდისციპლინარული კვლევები და მთელი რიგი სამუშაოები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ეკუთვნის.


პროექტის შედეგად, უნდა შემუშავდეს ვარძიის კომპლექსის კლდის დაზიანებათა და  ქვათაცვენის რისკების პირველადი რუკები და მოხდეს საკონსერვაციოს საჭიროებების პირველადი შეფასება. გარდა ამისა, კონკრეტული გადარჩენითი ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს წყლის მასების ფერდობებზე ჩამოდინება და, შესაბამისად, მოხდეს ქვათაცვენის რისკების შემცირება.


ასევე, ოფიციალური ინფორმაციით, კონკრეტული რისკების მოხსნით (კლდის 2 ლოდის გამაგრება) აღმოიფხვრება კომპლექსის ფრაგმენტის განადგურების საშიშროება და უზრუნველყოფილი იქნება ვიზიტორებისა თუ მომსახურე პერსონალის უსაფრთხოება;


კვლევით სამუშაოებს ხელმძღვანელობას და კოორდინირებას გაუწევს პროფესორი კლაუდიო მარგოტინი, იტალიის გეოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იუნესკოს კონსულტანტი, იაპონიის კოიოტოს უნივერსიტეტის  მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტი; მისივე კოორდინირებით მოხდება დარგობრივი საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი