გურამ ოდიშარიას თქმით, მის მოადგილეს თავისი სიმართლე და ლოგიკა აქვს:

 

“ეს მისი, როგორც მოქალაქის მრწამსია და მისი მოქალაქეობრივი ხედვაა, ეს მისი აზრია. შეიძლება გააკრიტიკო ვიღაცა, შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ნებისმიერი ჩვენგანის თავისუფლება იმაშია, თუ რას განვიცდით ჩვენ და რას ვგრძნობთ. ამ ეტაპზე ალეკო მარგიშვილი ასე განიცდის ამას და ასე ხედავს და აქვს თავისი სიმართლე და თავისი ლოგიკა.”

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია

კკლტურის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ამჟამად შვებულებაში იმყოფება, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განთავსებულმოსაზრებაზე ნეტგაზეთთან განმარტებას აკეთებს. 

 

კითხვაზე, საიდან აქვს ინფორმაცია მოსალოდნელი დაკავებების შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე მარგიშვილი ამბობს, რომ მას ასეთი ინფორმაცია არ აქვს. 

 

“ასეთი ინფორმაცია არ მაქვს.. მე ვთვლი, რომ რაც წუხელ “ნაცუძრაობის” აქტივმა ჩაიდინა, არის დასჯადი ქმედება. ისინი თავგამოდებით ცდილობენ, წვალობენ, ათას ხრიკს იგონებენ, რომ როგორმე დესტრუქცია შეიტანონ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხელი შეუშალონ სახელმწიფო აპარატის გამართულად ფუნქციონირებას. ამგვარი უკანონობისათვის ნებისმიერი ბოროტმოქმედი უნდა დაისაჯოს – მით უმეტეს, ის ბოროტმოქმედები, რომლებიც ქართველ ხალხს 9 წლის განმავლობაში სისხლს სწოვდნენ. ეტყობა, ეს სისხლი არ ასვენებთ,”-ამბობს მარგიშვილი. 

 

ვინ არის კულტურის მინისტრის მოადგლის მუქარის ადრესატი, ამის შესახებ ალექსანდრე მარგიშვილი ამბობს:

 

“მუქარა არაა. მე დავინახე, რომ სასამართლოს შენობასთან შეკრებილი “ნაცუძრაობის” აქტივი კიდევ უფრო მეტ საზიზღრობას აკეთებდა (კონფლიქტის ესკალაციას), ვიდრე უგულავას მიმართ წაყენებული ბრალია,” თუმცა, აქვე მარგიშვილი განამარტავს, რომ თავად არ იმყოფებოდა სასამართლო შენობასთან. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *