ახალი ამბები

“პროგრეს ბანკის” თანამშრომლებმა “ქართულ ოცნებას” 150 000 ლარი შეწირეს

15 მაისი, 2014 • • 1282
“პროგრეს ბანკის” თანამშრომლებმა “ქართულ ოცნებას”  150 000 ლარი შეწირეს

მათ შორის- აპრილის თვის განმავლობაში, კონსტანტინე სულამანიძემ, რომელიც პროგრეს ბანკის გენერალური დირექტორია, 60 000 ლარის შეწირულობა განახორციელა, “პროგრეს ბანკის” ოპერაციულმა დირექტორმა აკაკი კორძაძემ  – 30 000 ლარი, ეკატერინე მაჭავარიანმა, რომელიც “პროგრეს ბანკის” ცენტრალიზებული ბექ ოფისის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს – 40 000 ლარი, ხოლო ზვიად იმედიძემ, რომელიც პროგრეს ბანკის მთავარი ბუღალტერია – 20 000 ლარი.

 

“პროგრეს ბანკი” 2008 წელს საინიციატივო ჯგუფ “კალა კაპიტალის” მიერ დაარსდა, ვიცე–პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გადადგა.  ბანკის 21.71%-ს ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ფლობს.

 

მოქმედი საარჩევნო კოდექსი იურიდიულ პირებს წელიწადში ამა თუ იმ პარტიის 60 ათასი ლარით დაფინანსების საშუალებას აძლევს, თუმცა “ქართული ოცნებისთვის” თანხა არც ერთ იურიდიულ პირს არ შეუწირავს.

 

პროგრეს ბანკი
პროგრეს ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი