ახალი ამბები

ფონდი ქომაგი ხელისუფლების “შავი პიარის” გეგმაზე საუბრობს

6 ივლისი, 2012 • 1110
ფონდი ქომაგი  ხელისუფლების “შავი პიარის” გეგმაზე საუბრობს

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “ფონდი ქომაგი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება მორიგ პროვოკაციას გეგმავს.


“დღეს ფონდისთვის სანდო წყაროსგან, კერძოდ კი, პოლიციისგან, ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება აპირებს მორიგი „შავი პიარის“  განხორციელებას, რომელიც მიმართული იქნება ფონდის დისკრედიტაციისაკენ”.


ფონდის ინფორმაციით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ხელისუფლებას ფონდში  უკვე ჰყავს შემოგზავნილი გარკვეული პირები.  


“მათ დახმარების თხოვნით შემოტანილი აქვთ განცხადებები იმ მიზნით, რომ „ქომაგს“ დააბრალონ  თავიანთ საბანკო ანგარიშებზე  ჩარიცხული თანხების მითვისება”.


“ქომაგი” მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ასეთი ქმედებები და ფონდში მისულ მოქალაქეებს მისცეს იმის საშუალება, რომ ისარგებლონ მათთვის კეთილი ადამიანების მიერ გაწეული დახმარებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი