მოყვარული ფოტოხელოვანის, მერი ჯაფარიძის გამოფენა გაიხსნება 10 დეკემბერს კაფეში “დისქავერი”.
ჯაფარიძე 2014 წლის ივლისში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ლინგვისტური სტაჟირების ფარგლებში, ნიცას ეწვია.
ფრანგული ინსტიტუტის ცნობით, ფრანგული ენის შესწავლასთან ერთად ის ქალაქის კულტურული ცხოვრებით, მისი სოციალური ყოფით, ურთიერთობებით დაინტერესდა და გადაწყვიტა ნანახი და განცდილი ფოტოფირზე აღებეჭდა: ნიცის სახეები, ლაჟვარდოვან სანაპიროზე ცხოვრების თავისებურებები, ზოგადი ტენდენციები და “შეუიარაღებელი” თვალისათვის უხილავი საინტერესო დეტალები, ქალაქის ფერადი და თბილი პეიზაჟები.
გამოფენა გაიხსნება ხუთშაბათს, 10 დეკემბერს 19:00 და 25 დეკემბრამდე გასტანს.
მისამართი: კაფე დისქავერი – ჭავჭავაძის გამზ. 40