აფიშა

7 იანვარს SPACEHALL-ში MAGDA დაუკრავს

30 დეკემბერი, 2016 • 2849
7 იანვარს SPACEHALL-ში MAGDA დაუკრავს

7 იანვრის ღამეს, 23:00 საათიდან SPACEHALL-ში შეკრებილი მსმენელი ცნობილ პოლონელ დიჯეისა და პროდიუსერს, MAGDA-ს მოისმენს.

საღამოს ორგანიზატორების ინფორმაციით, MAGDA დეტროიტში, ტექნოს სამშობლოში გაიზარდა. ის 1998 წელს ცნობილ ლეიბლს, M-NUS-ს შეუერთდა და მალევე გაითქვა სახელი. მისი შემოქმედება მრავალფეროვანი მუსიკალური ჟანრების მიქსითა და საშემსრულებლო ტექნიკით გამოირჩევა. MAGDA Marc Houle-თან და Troy Pierce-თან ერთად ლეიბლ Items&hings-ის მფლობელია. მისი დისკოგრაფია ლეგენდარული Plastickman-ისა და Depeche Mode-ის რემიქსებს აერთიანებს. ტრეკები Your Love Attack, Breakout და Lost In Time წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას.

სცენას ასევე დაიკავებს ქართველი დიჯეი გიო შენგელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი