აფიშა

“ელისო” – ქართული კინოკლასიკა და თანამედროვე მუსიკა კონსერვატორიის დიდ დარბაზში

5 ნოემბერი, 2016 • 1949
“ელისო” – ქართული კინოკლასიკა და თანამედროვე მუსიკა კონსერვატორიის დიდ დარბაზში

დღეს, 5 ნოემბერს, 20:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ნიკოლოზ შენგელიას ქართულ კინოკლასიკად აღიარებული მუნჯი ფილმის, “ელისოს” ჩვენება მოეწყობა. ფილმს მაყურებელი ელექტრო-აკუსტიკური მუსიკის თანხლებით იხილავს.  ჩვენებაზე ფილმს აკომპანირებას კომპოზიტორი ნიკა მაჩაიძე, შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი თამრიკო კორძაია და ასევე შვეიცარიაში მოღვაწე პიანისტი დომინიკ ბლუმი გაუწევენ.

ღნისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია კონსერვატორიის დიდი დარბაზის სალაროებში. ელექტრონულად კი იყიდება ბილეთები  TKT.ge-ზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი