თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2016 [პროგრამა]

წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უკვე მერვედ, 24 სექტემბერიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება: საერთაშორისო პროგრამა- 24 სექტემბერი-6 ოქტომბერი; პროგრამა New- 27 სექტემბერი- 1, 3 ოქტომბერი; ქართული სპექტაკლების პროგრამა- 4-8 ოქტომბერი.

ფესტივალის ორგანიზატორები საქართველოს კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია არიან. ორგანიზატორთა განცხადებით, წელს ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენების, ვორქშოფებისა და სემინარების მოწყობა.

24 სექტემბრიდან თბილისის ქუჩებსა და სხვადასხვა თეატრში მაყურებელი ინდოეთის, პოლონეთის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, რუსეთის, სომხეთის, იაპონიის თეატრების დადგმებს ნახავს. წელს ფესტივალი წარმოდგენებს ღია ცის ქვეშ პირველად გამართავს.

ქართული სპექტაკლების პროგრამა გასული სეზონის (2015-2016) შეჯამებაა და წელს 80-მდე საერთაშორისო სტუმარი ჩამოდის. მათ შორის:

  • თომას ოსტერმეიერი (ბერლინის შაუბიუნე, გერმანია)
  • ტადაში სუძუკი (სუძუკის კომპანია ტოგა, იაპონია)
  • ადიტი მანგალდასი (ადიტი მანგალდასის კომპანია, ინდოეთი)
  • გრჟეგოჟ ბრალი (თეატრი თხის სიმღერა, პოლონეთი)
  • ერჟი ზონი (თეატრი კტო, პოლონეთი)
  • ვლადისლავ ტროიცკი (დახ დოთერზ ბენდი, უკრაინა)
  • დენ კანჰემი (სთილ ჰაუზი, დიდი ბრიტანეთი)
  • ევგენი კამენკოვიჩი (ფომენკოს თეატრი-სახელოსნო, რუსეთი)
  • ბეპე ნაველო (სილეზიის თეატრი, პოლონეთი)
  • მეთიუ გულდი (ალოფ თეატრი, დიდი ბრიტანეთი)
  • ტიგრან გასპარიანი (ერევნის გ. სუნდუკიანის სახელობის ნაციონალური აკადემიური თეატრი, სომხეთი);

ფესტივალის პროგრამა კი შემდეგნაირად გამოიყურება:

საერთაშორისო პროგრამა: 24 სექტემბერი-6 ოქტომბერი

24 სექტემბერი

WITHIN
Aditi Mangaldas Dance Company
The Drishtikon Dance Foundation, INDIA
ადგილი: მარჯანიშვილის თეატრი, დიდი სცენა

26 სექტემბერი

პერეგრინუსი
თეატრი კტო
ადგილი: —

26 სექტემბერი

BE LIKE A WATER
Kari Hoaas Productions, Norway
ადგილი: სამეფო უბნის თეატრი

27 სექტემბერი

სინემა
სილეზიის თეატრი, კატოვიცე, პოლონეთი
ადგილი: მარჯანიშვილის თეატრი, დიდი სცენა

28 სექტემბერი

ვარდები
დახ დოთერზ ბენდი, უკრაინა
ადგილი: კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი

1, 2, 3 ოქტომბერი

მხედრებსა და გაჭენებულ ცხენებზე
სთილ ჰაუზი, დიდი ბრიტანეთი

1 ოქტომბერი

შუაღამე – ახალი მიუზიკლი
პროგრამა NEW
ალოფ თეატრი, დიდი ბრიტანეთი
ადგილი: მარჯანიშვილის თეატრი, სხვენი

1, 2 ოქტომბერი

რუსი რანდევუზე
ფომენკოს თეატრი-სახელოსნო, რუსეთი
ადგილი: მარჯანიშვილის თეატრი, დიდი სცენა

1 ოქტომბერი

მარია ბრაუნის ქორწინება
ბერლინის შაუბიუნე, გერმანია
ადგილი: რუსთაველის თეატრი, დიდი სცენა

პროგრამა New

3 ოქტომბერი
მეფე ჯონი
ერევნის გ. სუნდუკიანის სახელობის ნაციონალური აკადემიური თეატრი, სომხეთი
ადგილი: მოზარდ მაყურებელთა თეატრი, დიდი სცენა

4,5 ოქტომბერი
ალუბლის ბაღის პორტრეტები
თეატრი თხის სიმღერა, პოლონეთი
ადგილი: სამეფო უბნის თეატრი

6 ოქტომბერი
ტროელი ქალები
სუძუკის კომპანია ტოგა, იაპონია
ადგილი: მარჯანიშვილის თეატრი, დიდი სცენა

ქართული სპექტაკლების პროგრამა (რეკომენდირებული სპექტაკლები)

რუსთაველის თეატრი:
ბერტოლდ ბრეხტი
დაკანონებული უკანონობა
რეჟისორი რობერტ სტურუა

მარჯანიშვილის თეატრი:
გურამ ბათიაშვილის დაშალომ ალეიხემის მიხედვით
BEGALUთ-უცხოობაში
რეჟისორი ლევან წულაძე

ფრიდრიხ დიურენმატი
მოხუცი ქალის ვიზიტი
რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილი

მუსიკისა და დრამის თეატრი
აკუტაგავა
ცხოვრება იდიოტისა
რეჟისორი დავით დოიაშვილი

თუმანიშვილის თეატრი
უილიამ შექსპირი
მეფე ლირი
რეჟისორი ზურა გეწაძე

მარიონეტების თეატრი:
სპეციალური სტუმარი რეზო გაბრიაძე
მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი
რეჟისორი რეზო გაბრიაძე

ახმეტელის თეატრი:
ვაჟა-ფშაველა
სტუმარ-მასპინძელი
რეჟისორი ირაკლი გოგია

თოჯონების თეატრი:
გურამ მაცხონაშვილი
ცამეტი თიბათვისა
რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი

ზუგდიდის თეატრი:
ვაჟა -ფშაველა
შვლის ნუკრის ნაამბობი
რეჟისორი ნიკა საბაშვილი

თავისუფალი თეატრი:
მაკკოი ჰორასი
ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს
რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი

„ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის“
წუხილი
დავით ხორბალაძე

პრემიერები:

გრიბოედოვის თეატრი:
კრისტიან სმეტსი
გაყინული სურათები
რეჟისორი იარი იუტინენი

ცხინვალის თეატრი:
ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძის მიხედვით
კვაჭი
რეჟისორი გოჩა კაპანაძე

მოზარდ მაყრებელთა თეატრი:
უილიამ შექსპირი
აურზაური არაფრის გამო
დიმიტრი ხვთისიაშვილი

სამეფო უბნის თეატრი:
პრომეთე/დამოუკიდებლობის 25 წელი
რეჟისორი დათა თავაძე

ო ჰენრი
გამოუქვეყნებელი ნოველა
რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი
მოძრაობის თეატრი

უილიამ შექსპირი
ქარიშხალი
რეჟისორი სოსო ბაკურაძე

ჰაინრიჰ ბიოლის მიხედვით
კატარინა ბლუმის შელახული ღირსება
რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი

ილიაუნის თეატრი:
მორის მეტერლინკი
წმინდა ანტუანის სასწაული
რეჟისორი გაბრიელ გოშაძე

ქუთაისის თეატრი:
ნიკოლოზ გოგოლი
რევიზორი
რეჟისორი გიორგი სიხარულიძე

შოთა რუსთაველი
ვეფხისტყაოსანი
რეჟისორი რობერტ სტურუა

დამოუკიდებელი პროექტი – პრემიერა
შიმშილის ღმერთი/God of Hunger
რეჟისორი მიშა ჩარკვიანი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი