ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 18-25 სექტემბერს გაიმართება

ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში 18-25 სექტემბერს ჩატარდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის მანანა ბერიკაშვილის თქმით, ფესტივალი  წელს კიდევ უფრო გაფართოვდება და სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. თუმცა ამ დროისათვის პროგრამა, სტუმართა სია და ჟიურის შემადგენლობა დამუშავების პროცესშია და საბოლოო ვერსია აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი.

2016 წლის კინოფესტივალზე კინოჩვენებებთან ერთად ცნობილი კინოპროდიუსერებისა და რეჟისორების მასტერკლასები, კინოჩვენებები ჩატარდება. ინდუსტრიული პლატფორმის „ალტერნატიული ტალღა“ ფარგლებში ასევე დაგეგმილია ვორქშოფები.

წელს ფესტივალი კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გელა ბაბლუანს დააჯილდოებს. რეჟისორის თავადაც ეწვევა ბათუმს.

BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად წარმოდგენილია 40 სრულმეტრაჟიანი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30-ზე მეტი ქვეყნიდან. ფესტივალის პროგრამა მოიცავს როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო სექციებს, მათ შორის:

  • საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი;
  • დოკუმენტური ფილმების საერთშორისო კონკურსი;
  • მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი;
  • „ქართული პანორამა”;
  • დიდოსტატთა კოლექცია;
  • „შექსპირი კინოში” – უილიამ შექსპირის გარდაცვალების 400 წლისთავისადმი მიძღვნილი სექცია;
  • ევროპის კინოაკადემიის (EFA) საუკეთესო ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების
  • კოლექცია;რეტროსპექტივები.

ეროვნული კინოცენტრის დირექტორის, ზურაბ მაღალაშვილის თქმით, ფესტივალზე ფართოდ იქნება წარმოდგენილი ქართული ფილმების სექცია.

ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მას არაერთი ცნობილი კინოხელოვანი ეწვია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი