12 მაისს, ფოტოკვირეული “ქოლგა” გამარჯვებულთა დაჯილდოებით დაიწყება

12 მაისს, 20:00 საათზე საერთაშორისო ფოტოკვირეული KOLGA TBILISI PHOTO 2016 ფოტოკონკურსის წლის საუკეთესო ფოტოების ჩვენებითა და გამარჯვებულთა დაჯილდოებით დაიწყება.

ფოტოკვირეული 12 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით 15-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ, ჯგუფურ და ინდივიდუალურ გამოფენას, ვორქშოფებს და პორტფოლიოს განხილვებს უმასპინძლებს. წელს ფოტოკონკურსი შემდეგ ნომინაციებში გამოცხადდა:

დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი და უკვე მესამედ ნომინაცია: მობილური ფოტო, ქვენომინაციებით ერთი კადრი და მობილური ფოტოსერია. წლევანდელი ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს და გამარჯვებულები 12 მაისს “წლის საუკეთესო ფოტოების” ჩვენებაზე გამოცხადდებიან.

ფოტოკონკურის “ქოლგა” საპრიზო ფონდი შეადგენს 6 000 დოლარს. თანხა ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ. ქვენომინაციებში: ერთი კადრი და მობილური ფოტოსერია გადაეცემათ სპეციალური პრიზი Iphone 6.

ფოტოკონკურსის “ქოლგა” წლის საუკეთესო ნამუშევრების ჩვენების გარდა გამართავს სერგო ედიშერაშვილის (საქართველო), კაი ლოფელბაინის (გერმანია), დუგი უოლასის (შოტლანდია) და საიმონ ნორფოლკი (ინგლისი) ჯგუფურ გამოფენას; ანგუს ლედლი ბრაუნის (ინგლისი), სააგენტო Eror Images-ის (საქართველო), სააგენტო Kontakt-ის (საქართველო) გამოფენას; საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენას – ფლორა, ფაბიან ვაისი (გერმანია), ჯოანა ჩუმალი (კოტდიუარი) და ა.შ.

წელს ფოტოკვირეული მასპინძლობს საერთაშორისო ფოტოექსპერტების 6 ვორქშოფს და საერთაშორისო ფოტოგრაფის, კურატორის, არტკრიტიკის პორტფოლიო-განხილვებს. ფოტოკვირეულის დეტალური პროგრამის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს www.kolga.ge

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი