აფიშა

“გარდამტეხი მომენტები” – ევროკავშირის კინოფესტივალი საქართველოს 5 ქალაქში

9 მარტი, 2016 • 1317
“გარდამტეხი მომენტები” – ევროკავშირის კინოფესტივალი საქართველოს 5 ქალაქში

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან ერთად, რიგით მე-4 კინოფესტივალს იწყებს. ფესტივალი 09-18 მარტს საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბოლნისში, ქუთაისსა და მესტიაში ჩატარდება.

კინოფესტივალის ორგანიზატორთა ინფორმაციით, წელს ფესტივალზე 17 ფილმს უჩვენებენ, რომლებიც ევროპული კინოს 72-წლიან ისტორიას ასახავს. სპეციალურად შერჩეული ფილმების საერთო თემა იქნება “გარდამტეხი მომენტები” და  პირად, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას ეძღვნება.

ყველა ფილმი ნაჩვენები იქნება ორიგინალის ენაზე, ქართული სუბტიტრებით. კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია. კინოსეანსების დეტალური განრიგი და ფილმების ანოტაციები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი