ჯორჯ მილერი კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარედ აირჩიეს

ავტრალიელი კინორეჟისორი ჯორჯ მილერი, რომლის ბოლო ნამუშევარი “შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა” ამჯერად ოსჯარის 10 ნომინაციაზეა წარდგენილი, კანის კინოფეტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს. ფესტივალი 11-22 მაისს გაიმართება.

ჯორჯ მილერის პირველი ფილმი 1979 წელს გამოვიდა. “შეშლილი მაქსის” ტრილოგიამ, რომელმაც ჰოლივუდს მელ გიბსონი გააცნო, რეჟისორს პოპულარობა მოუტანა. ბოლო ფილმმა “შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა” მსოფლიო კინოგაქირავებაში $375.8 მილიონის შეგროვება შეძლო. ფილმისათვის რეჟისორის აკადემიამ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში წარადგინა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი