2-დღიანი ძებნის შემდეგ ხობში იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, გუშინ, 6 აგვისტოს მდინარე ხობისწყალში ბავშვი შევიდა და დინებამ გაიტაცა. დინებამ გაიტაცა დედაც, რომელიც შვილის დახმარებას ცდილობდა.

ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა. დედას კი ამ დრომდე ეძებდნენ.