შსს–ს ცნობით, ლევან ნავერიანი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მინიჭების და სახელმწიფო შემწეობის დანიშვნაში დახმარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი თანხა მოითხოვა:

 

“ლევან ნავერიანმა მოქალაქე ასევე დაარწმუნა, რომ მის ქონებრივ სტატუსს სოციალური აგენტი არ შეამოწმებდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით ყოველწლიურად მოითხოვა ერთი თვის შემწეობის თანხა 350 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან 200 ლარი 2014 წლის ნოემბერში, ხოლო 150 ლარი 2015 წლის მარტში გამოართვა.”

 

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ფოტო –  შსს–ს ვოდეომასალიდან
ფოტო – შსს–ს ვოდეომასალიდან

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *