“მთელი დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით,  ათობით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, სამხედრო და პოლიციის ტექნიკის, ასევე, აღჭურვილობის გამოფენები, ფოლკლორული ანსამბლებისა და გუნდების საკონცერტო გამოსვლები, მხატვრების გამოფენები და სხვა. საზეიმო ღონისძიებებს  საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ათი ათასობით მოქალაქე დაესწრო. შსს მათ უსაფრთხოებაზე მთელი დღის განმავლობაში ზრუნავდა. მასშტაბურობის მიუხედავად, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა მთელს საქართველოში ექსცესების გარეშე ჩაიარა. დღის განმავლობაში არცერთ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.”–ნათქვამია შსს–ს განცხადებაში. 

 

დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში აღინიშნება სხვადასხვა ღონისძიებით, რომლებიც 12:00 საათზე დაიწყო და 21:30 საათზე საქართველოს ჰიმნითა და ფეიერვერკით დასრულდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *