ფანჯიკიძე ამბობს, რომ სურმავა გარეგნობით ეცნო და, შესაბამისად, არ გამორიცხავს, რომ ის მართლაც ივანიშვილის დაცვის წევრია:

 

“მაგრამ ყველაფერი, რაც ატვირთა, არის აბსოლუტური სისულელე, შემიძლია გითხრათ მთელი პასუხიმგებლობით… ვიდეოების ფალსიფიკაცია შეუძლიათ და ფაბრიკაცია ამ ხელისუფლებას და აუდიო რა პრობლემაა?

 

ეს არის სრული ფაბრიკაცია. იცით, რაშია საქმე – რომც დავუშვათ, რომ ვიღაცა ამას ლაპარაკობს, რასაც ლაპარაკობს, დასკვნას ნამდვილად ვერ გამოიტან იქიდან”, – აცხადებს ფანჯიკიძე.

 

ფანჯიკიძის თქმით, აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხდებოდა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერების ფარული მოსმენები.

 

აუდიოჩანაწერებში, რომელიც სურმავამ გამოაქვეყნა, კოალიციის ლიდერები –  გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ეკა ბესელია, ირაკლი ალასანია ლანძღავენ და აგინებენ როგორც ერთმანეთს, ისე – კოალიციის ლიდერს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *