BBC–ის ცნობით,  ინგლისელი კინოსა და თეატრის მსახიობი ალან რიკმანი 69 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.

მან განსაკუთრებით სახელი გაითქვა როლებით: პროფესორი სნეიპი ფილმების სერიიდან ჰარი პოტერზე, ჰანს გრუბერი ფილმიდან კერკეტი კაკალი და ნოტინგჰემის შერიფი 1991 წლის ფილმიდან “რობინ ჰუდი: ქურდების უფლისწული”.

“მსახიობი და რეჟისორი ალან რიკმანი 69 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა. იგი ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში იყო,”– ნათქვამია მსახიობის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *