რეკლამა

ტრენინგი „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ ფონდების მოძიებაზე

17 თებერვალი, 2016 • 2157
ტრენინგი „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ ფონდების მოძიებაზე

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ აცხადებს ახალ ტრენინგს „ფონდების მოძიება და პროექტული განცხადების შედგენა არასამთავრობო სექტორში“. ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს არასამთავრობო სექტორში, ან არის პროექტების მენეჯერი, დირექტორი თუ სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველი და სურს მიიღოს გამოცდილება ფონდების მოძიების საკითხში. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან, თუ როგორ უნდა შეადგინონ გამართული საპროექტო განაცხადი დონორებისთვის და რა ეტაპებს გადის საპროექტო განაცხადი დაფინანსების მოპოვებამდე. როგორ ხდება ფონდების მოძიება და ბიუჯეტის შედგენა. ტრენინგზე დიდი დრო დაეთმობა პრაქტიკული დავალებების შესრულებას. მონაწილეები ნიმუშის სახით შეადგენენ კონცეფციას, პროექტის განაცხადს და ბიუჯეტს.

ტრენინგზე დარეგისტრირების მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ training@bog.edu.ge-ზე გაგზავნონ რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი ან დარეგისტრირდნენ შემდეგ მისამართზე: www.bog.edu.ge. ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 დღე. ტრენინგზე რეგისტარციის ბოლო ვადაა 29 თებერვალი.

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“, საქართველოს ბანკის დაარსებული ავტორიზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ სტუდენტებს, მომხმარებლებსა და თანამშრომლებს სთავაზობს უმაღლესი, პროფესიული და სასერტიფიკატო საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანს, მისი ბიზნესის სკოლის, სასერტიფიკატო სწავლების და პროფესიული განათლების მხარდაჭერის ცენტრების მეშვეობით. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ მსმენელებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ სრული სტიპენდია მაგისტრატურაზე ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით ფინანსებში, ასევე ისარგებლონ უპროცენტო გრძელვადიანი დაფინანსებით. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.bog.edu.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი