რეკლამა

თიბისი ბანკმა აგრომეწარმეებისათვის გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა

2 დეკემბერი, 2015 • 1238
თიბისი ბანკმა აგრომეწარმეებისათვის გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის პროგრამის ENPARD- მხარდაჭერითექსპო ჯორჯიასტერიტორიაზე აგრომეწარმეებისათვის საერთაშორისო გამოფენა გაიმართა.

გამოფენის მიზანი იყო აგრომეწარმეებისთვის სასოფლოსამეურნეო აღჭურვილობისა და  წარმოების საშუალებების შესახებ სიახლეების გაცნობა, ასევე აგრობიზნესის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და აგროდაზღვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.  

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თიბისი ბანკიცრომელმაც აგრომწარმოებლებს მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა ბანკში ხელმისაწვდომი სასესხო და სადაზღვევო პროდუქტების შესახებ.

აგრობიზნესის წარმომადგენლებს ასევე ჰქონდათ საშუალება, თიბისი ბანკისგან მიეღოთ კონსულტაცია თანამედროვე ტექნოლოგიებით აგრობიზნესის წარმოების შესაძლებლობებზე. კერძოდ, წარმოდგენილი იქნა თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი  სისტემებისა და სათბურების მწარმოებელი კომპანიისნეტაფიმისპროდუქცია, რომელიც აგროწარმოების პროცესს გაცილებით უფრო ეკონომიურს, ხოლო მოსავლიანობას უფრო მაღალს ხდის.

გამოფენაში მონაწილეობდნენ ტექნიკის იმპორტიორი კომპანიებისასოფლო სამეურნეო კოოპერატივები და საფინანსო ინსტიტუტები. აგრომეწარმეებს შეეძლოთ, მიეღოთ სრული ინფორმაცია ბაზარზე არსებული ფინანსური, ტექნიკური და საწარმოო რესურსების შესახებ

 „მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა სოფლის მეურნეობის  გამოფენაზე, რადგან ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოში აგრობიზნესის განვითარებას. თიბისი ბანკი არის ლიდერიშეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისფარგლებში აგრობიზნესის დაფინანსების კუთხით, 2013 წლიდან დღემდე 300 მილიონ ლარზე მეტი  აგროსესხი გვაქვს გაცემული. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას და  ამის მისაღწევად  არა მხოლოდ ვაკრედიტებთ აგრობიზნესს, არამედხელს ვუწყობთ ფერმერების ინფორმირებულობას სოფლის მეურნეობაში სიახლეებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ,“ – აცხადებს თიბისი ბანკის მიკრობიზნესის მართვის დირექტორი ნიკა ქურდიანი.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენამ წელს 6000-მდე მონაწილეს და დამთვალიერებელს უმასპინძლა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი