რეკლამა

საქართველოს 5 საუკეთესო პლაჟი ცხელი ზაფხულის გასატარებლად

22 ივნისი, 2020 • 3459
საქართველოს 5 საუკეთესო პლაჟი ცხელი ზაფხულის გასატარებლად

ზაფხულია. ერთი სული გაქვს ზღვაზე წახვიდე დასასვენებლად, ცხელ ქვიშაში ჩაეფლო და მიიღო რასაც მთელი წელი ელოდი: ტალღების ხმა, სასიამოვნო სიგრილე შორიდან მონაბერი ნიავის, რომელიც არავინ იცის რომელი ქვეყნებიდანაა მოხეტებული, შეიძლება ოკეანეების სანაპიროები მოიარა და შენამდე მერე მოვიდა, შეიძლება აქვე, შავ ზღვაში დაიბადა.

მზე გენატრებოდა, ღრუბლების უდარდელად თვალიერება და დროის შეჩერება, ჰოდა, ასეთი დროა ზაფხული. ურეკი, ციხისძირი, ბათუმი, ქობულეთი, სარფი – საით გირჩევნია? გგონია, რომ სულერთია, ოღონდ ზღვა იყოს და დროზე აიღო შვებულება? სულაც არა. კარგად დაფიქრდი და მერე გადაწყვიტე სად გირჩევნია და რატომ.

ქობულეთის ფიჭვნარი – ბუნებრივი ანტიბიოტიკებით გაჯერებული ჰაერი 

გარდა იმისა, რომ ქობულეთში საუკეთესო, ქვიშიანი პლაჟი და ზღვაა, იქვეა კარგად ცნობილი ფიჭვნარიც, ამ ადგილებში უამრავი მიკროელემენტი გამოიყოფა. ფიჭვნარი ბუნებრივი ანტიბიოტიკის, ფიტოსედების წყაროცაა და მისი ჩასუნთქვა ძალიან სასარგებლოა. როცა ქობულეთში ისვენებთ არამხოლოდ მზეს ეფიცხებით და ზღვაზე ნებივრობთ, სასუნთქი გზებისთვის ჯადოსნური ჰაერითაც ივსებით ფიჭვნარში.

ჩაეფალით ურეკის მაგნიტურ ქვიშაში

ისვენებდით ბავშვობაში ურეკში? გახსოვთ, როგორ გფლავდნენ ცხელ ქვიშაში? თავიდან გეშინოდათ, მერე კი სიხარულისგან ჭყლოპინებდით? თუ ასე არ იყო, სულერთია, იგივეს გაკეთება ახლაც შეგიძლიათ. ურეკის მაგნიტური ქვიშა რკინას შეიცავს, ასეთი პლაჟები გრიგოლეთიდან ურეკამდეა გადაჭიმული, ძალიან სასარგებლოა ბავშვებისა თუ უფროსებისთვის.

არ არის აუცილებელი ძვალსახსროვანი დაავადებები გაწუხებდეთ, მზით გახურებულ ცხელ ქვიშაში წოლით უზარმაზარ ენერგიას აგროვებთ, D ვიტამინით ივსებით, სიცოცხლის ხალისი გემატებათ და ენერგია გიორმაგდებათ, თითქოს თავიდან დაიბადეთ.

მწვანე კონცხი – სუბტროპიკული სამოთხე

იშვიათ მცენარეებით გარშემორტყმული მწვანე კონცხის სანაპიროზე ზღვა გამორჩეულად სუფთა და კამკამაა, მეტიც, სისუფთავისგან ზურმუხტისფერი. აქ საკარვე ადგილებიცაა ცალკე გამოყოფილი და ბაღის ტერიტორიაზე დარჩენა შეგიძლიათ, დღისით ზღვაზე ბანაობა, გარუჯვა, საღამოს კი თითქმის 150 წლის წინ გაშენებული სუბტროპიკული მცენარეების ხეივნებში სეირნობა.

მწვანე კონცხზე მთელი ზაფხულის განმავლობაში ყვავის ათასგვარი მცენარე, მაისში ვარდი და როდოდენდრონი იშლება, მერე მაგნოლია და კამელიები, აქ პერიოდულად ვარდებისა და კამელიების გამოფენაც კი ეწყობა. თუ მთელი შვებულება არა, რამდენიმე დღის გატარებაც უდიდესი სიამოვნებაა მწვანე კონცხის მომნუსხველ, მწვანე გარემოში.

დაუვიწყარი ზაფხული ბათუმის პლაჟზე

თუ აქტიური დასვენების, მზის, ზღვის და გარუჯვის შემდეგ კიდევ ბევრგან წასვლის სურვილი გაქვთ, ბათუმი საუკეთესო ქალაქია თქვენთვის. ზაფხულობით აქ სიცოცხლე ჩქეფს, საქართველოს მთავარს საზღვაო ქალაქში არასდროს მოიწყენთ. პლაჟზე მზეზე ნებივრობის შემდეგ, საღამოოობით ქუჩებში ისეირნებთ, ბულვარს დაუყვებით და უამრავ ნაცნობ-მეგობარს შეხვდებით, რომლებიც, თქვენს მსგავსად ბათუმში ისვენებენ.

სარფი და კვარიათი, ზღვა და მთა ერთად

თუ უპირატესობას მშვიდ დასვენებას ანიჭებთ, კვარიათი და სარფი შეუცვლელია ზღვის წყლისა და ჰაერის სისუფთავით, სანაპიროსთან ახლოს ამწვანებული მთებით, სოფლის იდილიისა და ზღვიანი ქალაქის ერთდროული შეგრძნებით. თუმცა სადაც არ უნდა დაისვენოთ, მთავარი სწორად დასვენებაა.
მაგალითად, თუ ფიქრობთ, რომ დილიდან საღამომდე პლაჟზე წოლით მალე და კარგად გაირუჯებით, არასწორია.

გახსოვდეთ, სასურველია გაირუჯოთ დილის რვიდან თერთმეტ საათამდე და საღამოს ოთხი საათის შემდეგ და, ცხადია, უნდა გამოიყენოთ მზისგან დამცავი კრემები, გარუჯვის შემდგომი ლოსიონები საუკეთესო ეფექტისთვის და დამატენიანებლები.

ჩვენ მათ შორის საუკეთესო ბრენდებს გირჩევთ, რაზეც 26 ივნისის ჩათვლით 25, 40%-იანი ფასდაკლებაა PSP-ს სააფთიაქო ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. „ბიოდერმას“ ამ მზისგან დამცავ და თან ინტენსიური რუჯისთვის საჭირო კრემს მგრძნობიარე კანის პუდრიც ახლავს მაღალი დაცვით.

ნამზეური რომ დიდხანს შეინარჩუნოთ და ზამთრამდეც გაგყვეთ, Caudalie-ის ფირმის გარუჯვის შემდგომ გამახანგრძლივებელ ლოსიონს გირჩევთ, რომელიც კვებავს, ამშვიდებს და ატენიანებს კანს. შეიცავს ყურძნის წყალს, ალოე ვერას, ქოქოსის ზეთს, ნატურალური ბარდის ექსტრაქტს-მრავალფეროვანი მიქსი რუჯის გახანგრძლივებას და  კანის ბრზინვარებას უზრუნველყოფს.

თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ და გასარუჯი კრემების ცხიმიანობაც გაღიზიანებთ, VICHY-ს ეს SOS ბალზამი თქვენთვისაა. მკვებავის ფუნქცია აქვს, არ აქვს ცხიმიანი ტექსტურა და რბილი, კომფორტულად გამოსაყენებელია. არ შეიცავს პარაბენებს და არის ჰიპოალერგიულია, გამდიდრებულია თერმული წყლით. დამზადებულია ტირიფის ექსტრაქტითა და შიის კარაქით.

შეიძლება სულაც არ იყოთ ზღვაზე დასასვენებლად და არც გარუჯვას გეგმავდეთ, მაგრამ ქუჩაში სიარულის დროსაც იწვება სახის კანი და ზიანდება. La Roche Posay-ს არაცხიმოვანი, წყალგამძლე დამცავი კრემი მშრალი და ძალიან მშრალი, მგრძნობიარე კანისთვისაა, რომელიც მიდრეკილია მზის აუტანლობისკენ ან ახასიათებს სითბოზე ალერგიული რეაქციები.

შეარჩიეთ სწორი, ხარისხიანი საშუალებები მზისგან დასაცავად და გაატარეთ საუკეთესო ზაფხული საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს კურორტებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი