რეკლამა

ჰილტონ ბათუმის კარიერის კვირეული სტუდენტებისთვის

15 მაისი, 2017 • 2307
ჰილტონ ბათუმის კარიერის კვირეული სტუდენტებისთვის

„ჰილტონ ბათუმი“ გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ „ჰილტონის“ ქსელის ყველაზე მასშტაბურ კარიერულ ღონისძიებაში, სახელწოდებით: „Careers@Hilton“ კვირეული.

აღნიშნული ღონისძიება უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს და სამუშაოს ახალგაზრდა მაძიებლებს სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. 2019 წლისთვის, „ჰილტონის“ ქსელი გეგმავს ერთი მილიონი ახალგაზრდის დასაქმებას და ამ შედეგის მიღწევაში წვლილის შეტანა 20 მაისს შეგვიძლია!

გამოიყენეთ შანსი გახდეთ „ჰილტონის“ დიდი ოჯახის წევრი და დასაქმდეთ ყველაზე სტუმართმოყვარე კომპანიაში!

„Careers@Hilton“ -ის ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო „ჰილტონში“, საბანკეტო დარბაზში, 20 მაისს, დასაწყისი 10:00 საათზე.

ამ დღეს სტუდენტებს ექნებათ შანსი ჩაერთონ სამუშაო აქტივობებში სხვადასხვა მიმართულებით, რათა უკეთ გაეცნონ სასტუმროს მუშაობის კონცეფციას;

დღე დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, სამუშაო ჯგუფებითა და სასტუმროს შიდა ტურებით.

დღის ბოლოს ასევე ჩატარდება მცირე პრეზენტაცია/სემინარი კარიერის დაგეგმვის შესახებ, სადაც ყველა მონაწილეს გადაეცემა სპეციალური დასწრების სერტიფიკატები.

ღონისძიებაზე დასწრებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ლინკზე: https://goo.gl/forms/45KPwejyHNTacjnz1

რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადა: 18 მაისი

P.S. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია იყოთ სტუდენტი, სასურველია ტურიზმის მიმართულების.

გისურვებთ წარმატებებს და გელოდებით 20 მაისს სასტუმრო „ჰილტონში“!

hilton foto2

#WeAreHilton #WeAreHospitality

 

მასალების გადაბეჭდვის წესი