რეკლამა

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევ კონკურსს აცხადებს

14 აპრილი, 2017 • 2400
საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევ კონკურსს აცხადებს

 საზოგადოებრივი მაუწყებელი 2017-2018 წლის საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების  სცენარების (სრული სერიალის კონცეფცია, ერთი ეპიზოდის სცენარი დიალოგებით და სარეჟისორო ხედვა) შესარჩევად (ორ ჟანრში – მძაფრსიუჟეტიანი/დეტექტიური და მელოდრამა) კონკურსს აცხადებს.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს. კონკურსის ფარგლებში უნდა შეირჩეს ორ ჟანრში თითო სერიალის სცენარი.  

საკონკურსო დავალება

მძაფრსიუჟეტიანი/დეტექტიური ჟანრის სერიალი

საკონკურსო დავალება:   მძაფრსიუჟეტიანი/დეტექტიური ჟანრის  სერიალის სცენარი (სრული სერიალის კონცეფცია, ერთი ეპიზოდის სცენარი დიალოგებით და სარეჟისორო ხედვა)

პერიოდულობა: კვირაში  2-ჯერ
ეპიზოდების რაოდენობა:  24
ეთერში გასვლის ხანგრძლივობა:  3 თვე ( ოქტომბერი – დეკემბერი)
ქრონომეტრაჟი:  50  წუთი საეთერო დრო

სცენარისტის და რეჟისორის ანაზღაურება (8 თვიანი ხელშეკრულების საფუძველზე): 48 000 ლარი (დარიცხული)

მელოდრამატული ჟანრის სერიალი

საკონკურსო დავალება:   მელოდრამატული ჟანრის სერიალის სცენარი (სრული სერიალის კონცეფცია, ერთი ეპიზოდის სცენარი დიალოგებით და სარეჟისორო ხედვა)

პერიოდულობა: კვირაში  4-ჯერ
ეპიზოდების რაოდენობა:  48
ეთერში გასვლის ხანგრძლივობა:  3 თვე ( ოქტომბერი – დეკემბერი)
ქრონომეტრაჟი:  30 წუთი საეთერო დრო

სცენარისტის და რეჟისორის ანაზღაურება (8 თვიანი ხელშეკრულების საფუძველზე): 60 000 ლარი (დარიცხული)

განაცხადები მიიღება 30 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე drama@gpb.ge; მსურველებმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • სცენარისტის და რეჟისორის რეზიუმე/ავტობიოგრაფია
  • სრული სერიალის კონცეფცია (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
  • ერთი სერიის სცენარი დიალოგებით
  • სრული სერიალის სარეჟისორო ხედვა

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

წარმოდგენილი განაცხადების შერჩევა/შეფასებას ახორციელებს საკონკურსო კომისია.

შეფასება ხორციელდება ორ ეტაპად – ტურად. შერჩევის პირველ ეტაპზე კომისიის წევრები ინდივიდუალურად, ქულებით აფასებენ წარმოდგენილ სცენარებს, განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით,

პირველ ტურში, კომისიის წევრები აპლიკანტის მიერ წარმოდგენილ მასალებს შეაფასებენ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  1. იდეის ორიგინალურობა
  2. დრამატურგიული გამართულობა
  3. მოქმედების დინამიკა
  4. დიალოგების ხარისხი
  5. პერსონაჟების მრავალფეროვნება
  6. სარეჟისორო ხედვა

მეორე ტურში გადასული კანდიდატები  მოწვეულნი იქნებიან პროექტის საპრეზენტაციოდ.

კომისიის წევრები, კენჭისყრის საფუძველზე გამოავლენენ თითოეულ ჟანრში თითო საუკეთსო სცენარს. საუკეთესოდ დასახელდება სცენარი, რომლიც კენჭისყრის შედეგად მიიღებს კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უბრალო უმრავლესობას.

დამატებითი ინფრომაციისთვის გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: 2 40 94 77
საზოგადოებრივი მაუწყებელი

მასალების გადაბეჭდვის წესი