რეკლამა

სოზარ სუბარი მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

18 მარტი, 2017 • 1201
სოზარ სუბარი მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  მინისტრი სოზარ სუბარი  „სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“   2016 წლის პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.

დევნილთა და განსახლების სამინისტრო სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას,  პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, უკვე მესამე წელია  ახორციელებს. პროგრამის მიზანია, არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ხელახალი ინტეგრაციის ხელშეწყობა. 2015-2016 წლებში სარეინტეგრაციო დახმარება  375  მიგრანტს გაეწია, საიდანაც, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით,  სოციალური პროექტები  180  ბენეფიციარს დაუფინანსდა.

უკვე გამოვლინდნენ  2017 წლის საგრანტო პროგრამის გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სარეინტეგრაციო დახმარების სერვისების განხორციელებას თვის ბოლოდან დაიწყებენ.  აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა უკვე მთელს საქართველოს ფარავს. სამინისტრომ სრულად გადმოიბარა დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მხარდაჭერის ვალდებულება და ამით   საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი