რეკლამა

5 ჩვევა, რომლებიც გამდიდრებაში გვიშლის ხელს

6 თებერვალი, 2017 • 2462
5 ჩვევა, რომლებიც გამდიდრებაში გვიშლის ხელს

სიღარიბე და ფულის ნაკლებობა ბევრ ადამიანს აწუხებს. უმეტეს შემთხვევაში ეს ფინანსური შემოსავლის სიმცირითაა განპირობებული, თუმცა ფსიქოლოგთა და სტატისტიკის სპეციალისტთა საერთო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ხშირად მიზეზი ფულისადმი დამოკიდებულებაშია.

ამ სტატიაში vivus.ge-ს ბლოგი სწორედ იმ ჩვევებზე გიამბობთ, რომლებსაც სპეციალისტთა აზრით სიღარიბემდე მიყავს ადამიანი.

ჩვევა N1 – სიბრალული საკუთარი თავის მიმართ

ეს გრძნობა ადამიანს განვითარებისა და საკუთარი თავის სრულყოფაზე მუშაობის საშუალებას არ აძლევს.

საკუთარ უბედურებაში ბედისა და ცხოვრების დადანაშაულება, უიღბლობაზე ფიქრებისკენ  გონების მიმართვა, წინსვლაზე ფიქრის დროს აღარ ტოვებს.

წინსვლის გარეშე კი ფინანსური კეთილდღეობის მიღწევა შეუძლებელია.

ჩვევა N2 – სიძუნწე

არსებობს მოსაზრება მდიდარი ადამიანების სიძუნწის შესახებ, თუმცა ფსიქოლოგთა აზრით ძუნწ ადამიანებს გამდიდრების მხოლოდ მცირე შანსები აქვთ.

ძუნწები ფულის ეკონომიაზე იმდენად არიან კონცენტრირებულნი, რომ ყიდულობენ დაფალფასიან, უხარისხო პროდუქციას, არ ხარჯავენ ფულს ჯანმრთელობაზე, შვილების განათლებაზე, დასვენებაზე და ა.შ.

შედეგად მათი ფული ეკონომიის შედეგად მოგროვილი უფროა ვიდრე ნაშოვნი.

ხარჯვის მოყვარული ადამიანები კი უფრო მოტივირებულნი არიან მეტი ფულის შოვნაზე, რადგან იციან, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხები უბრალოდ არ ეყოფათ ცხოვრებისთვის.

ჩვევა N3 – იმ საქმის კეთება რომელიც არ გიყვარს.

რთულია წარმატებას მიაღწიო იმ სფეროში, რომელიც შენთვის საინტერესო არ არის.

თუ შენი საქმე არ გიყვარს კარიერული წინსვლა გაგიჭირდება, წინსვლის გარეშე კი ვერც ფულს იშოვი.

რჩევა N4 – სწრაფი მოგების იმედი

ცნობილი ფაქტია და ყველა წარმატებულმა ბიზნესმენმა კარგად იცის, ინვესტირებული თანხის გამრავლებას დრო სჭირდება. მოთმინება გახლავთ წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო.

იგივე სიტუაციაში არიან და წარმატება ელით ადამიანებს, რომლებიც მზად არიან დაიწყონ ისეთი სამსახური, სადაც დაბალი ხელფასი და თანამდებობა ექნებათ, მაგრამ იციან გულმოდგინე შრომის შემდეგ დრო წარმატებასა და ფინანსურ კეთილდღეობას მოუტანთ.

ჩვევა N5 – ახლობლებისთვის თავის არიდება

ზოგიერთ ადამიანს სჩვევია, ფულის შოვნის შემდეგ ახლობელი ადამიანებისთვის თავის არიდება იმის შიშით რომ ვინმემ შეიძლება ფული სთხოვოს.

ყოველთვის გახსოვდეთ, სამუდამო არაფერია და შესაძლოა დადგეს დრო როდესაც თქვენ დაგჭირდებათ მათი დახმარება.

გაუფრთხილდით კავშირებს, გაეცით მეტი და იყავით კეთილშობილი ნებისმიერი ფინანსური მდგომარეობის დროს. ეს ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ.

აქვე შეგახსენებთ, მცირე ფინანსური პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალება გახლავთ ონლაინ სესხები.

მათ შორის საუკეთესო ალტერნატივა კი არის საერთაშორისო გამოცდილების მქონე, ლიდერი კომპანია vivus ge.

Vivus-ში 50-დან 650 ლარამდე სესხები სულ რაღაც 5,7%-ში, სწრაფად და მარტივად გაიცემა. აქ შეგიძლიათ მიიღოთ sesxi ერთ წუთში და დააბრუნოთ ის 30 დღის ვადაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი